სოფელ ნიგოზასთან ქვეითად მოსიარულე მამაკაცს ოთხი მანქანა დაეჯახა – ამის შესახებ ჟურნალისტებთან თვითმხილველები ყვებიან.
მათი ინფორმაციით, პირველად, მამაკაცმა ავტომანქანის დაჯახების მიუხედავად ადგომა სცადა, თუმცა მას დიდი სისწრაფით მომავალმა კიდევ სამმა მანქანამ გადაურა, რამაც, საბოლოოდ, მისი სიკვდილი გამოიწვია.
არსებული ინფორმაციით, პირველი ორი მძღოლი ადგილიდან მიიმალა.
შემდეგი მანქანები საჯარიმოზე, მძღოლები კი, დაკითხვაზე გადაიყვანეს.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

