ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ნაცმოძრაობის” სურვილი იყო, ჩვენი გარდაცვლილი შვილის ცხედარი მიგვერთმია მათთვის, რომ აქედან გამოეყვანათ პოლიტიკური თემა” – ნიკოლაძე

„ეს ყველაფერი იგეგმება პოლიტიკურ დონეზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან და შემდგომ ხდება მისი აღსრულება. სწორედ ამ პარტიის პირდაპირი სურვილი იყო, რომ ჩვენი გარდაცვლილი შვილის ცხედარი და გამოძიება მიგვერთმია მათთვის, რომ აქედან გამოეყვანათ პოლიტიკური თემა.”

მირიან ნიკოლაძე – გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი.

ამის შესახებ მან TV პირველის გადაცემა “საჯარო პოლიტიკაში” განაცხადა.

ცნობისთვის, შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანია დაკავებული. ყველა მათგანი  სასამართლომ პატიმრობა დატოვა.  საქმეზე დაკავებულები პროკურატურის ბრალდებას უარყოფენ და მათი ნაწილი სიმართლის დადგენის მიზნით, სიცრუის დეტექოტზე შემოწმებას ითხოვენ.

გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....