ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი სოციალური ქსელი

(ფოტო) “ჩემი შვილები შატილში არიან და ვერაფერს ვგებულობ, სად შეიძლება იყვნენ” – ვრცელდება ექსკურსიაზე მყოფი ახალგაზრდების დედის მიმოწერა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, რომელიც შატილში საბედისწერო ექსკურსიაზე მყოფი ახალგაზრდების დედის მიმოწერას ასახავს. ქალბატონი წერს, რომ რუსთავიდან ცდილობს გაარკვიოს, რატომ არ პასუხობს მისი შვილი ტელეფონს, რომელიც შატილის ტურზე იყო წასული.

” გამარჯობა, ნანუკა შვილო, რუსთავიდან გწერ. დღეს შატილის ტურის ექსკურსია რომელმა ჯგუფმა მოაწყო ხომ არ იცით? ჩემი შვილები არიან წასულები და ტელეფონები გათიშული აქვთ, ვერაფერს ვგებულობ, სად შეიძლება იყვნენ” – წერს ქალბატონი სავარაუდოდ ტუროპერატორს.

23 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში ავარიავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, გარდაცვლილია 17 პირი და მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე.

იტვირთბა....