ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“გუშინ სიცოცხლე დამთავრდა ჩემთვისაც” – ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელი შატილში მომხდარ ტრაგედიაზე

ტურისტული კომპანიის, Traveler.ge-ს ხელმძღვანელი, რომლის მიერ ორგანიზებული საექსკურსიო ტური 17 ადამიანისთვის საბედისწერო აღმოჩნდა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“გუშინ სიცოცხლე დამთავრდა ჩემთვისაც. გამანადგურა ამ ტრაგედიამ. ჩემს ადგილზე ყოფნას მათ ადგილზე ყოფნა ჯობია.. აღარ არის ჩემი საუკეთესო მეგობარი სერგო. ვეღარასოდეს ვნახავ ჩემ უსაყვარლეს ნუცის და ხატიას. 17 ადამიანის სიცოცხლე, რომელთაც ჩემი დარჩენილი ცხოვრებაც გაჰყვა. ყველაფერი დამთავრდა, ასეთი ყოფილა ჩემი დასასრულიც” – წერს შალვა ბოლოთაშვილი “ფეისბუქ” გვერდზე.

23 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში ავარიავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, გარდაცვლილია 17 პირი და მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე.

იტვირთბა....