ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“მგზავრობა იყო სრული კოშმარი. მძღოლმა წარმოუდგენელი სისწრაფით გვატარა” – ჟურნალისტი, რომელმაც Traveler.ge-ს ტურით ისარგებლა

ტურისტული კომპანია Traveler.ge-ს ერთ-ერთი ღონისძიების მონაწილე, ჟურნალისტი ნათია ზარიძე, ორგანიზატორების უპასუხიმგებლობასა და არაორგანიზებულობაზე საუბრობს. მისი თქმით, კომპანიის მომსახურებით მან ივნისში ისარგებლა და მათ მიერ დაგეგმილი ტურით დაშბაშის კანიონზე იყო წასული. ამის შესახებ მან “დაიჯესტთან” ისაუბრა.

“მგზავრობა იყო სრული კოშმარი. მძღოლმა წარმოუდგენელი სისწრაფით გვატარა. გზად ტელეფონზე საუბისას მივხვდით, მისი ჩქარი მოძრაობის მიზეზი ახალი შეკვეთის შესრულება იყო. რა თქმა უნდა ყველა მგზავრმა დავაფიქსირეთ პრეტენზია, როგორც გიდთან ასევე მძღოლთან, თუმცა აზრი არ ჰქონდა ჩვენს ნათქვამს. როდესაც გზად შევჩერდით და ამავე მძღომა მანქანაში მალე დაბრუნებისკენ მოგვიწოდა – ჩვენს კითხვაზე – დრო გვაქვს და რატომ ვჩქარობთ? მან ცინიკურად გვიპასუხა, რომ ზოგიერთ მგზავრს სახლში შვილები ჰყავთ დატოვებული და ეჩქარებოდათ.

დედაქალაქში 5-6 საათით ადრე ჩამოვედით. გიდთან უკმაყოფილება გამოვხატე, თუმცა ვერც კი მიხვდა რა არ მოგვეწონა. მივხდი რომ მასთან საუბარს აზრი არ ჰქონდა, უბრალოდ მადლობელი ვიყავი ცოცხალი, რომ გადავრჩი” – განაცხადა ჟურნალისტმა.

23 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში ავარიავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, გარდაცვლილია 17 პირი და მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე.

იტვირთბა....