ახალი ამბები მთავარი ციტატა

“სამივე მათგანი უახლოეს დროში დაიწყებს გამოჯანმრთელებას” – რატიანი ხევსურეთში ავარიის დროს დაშავებულ სამ პაციენტზე

“სამივე მათგანი უახლოეს დროში დაიწყებს გამოჯანმრთელებას. ყველაფერი კეთდება, რომ სამივე ახალგაზრდის სიცოცხლე შენარჩუნდეს.”

ლევან რატიანი – პირველი საუნივერსიტეტო კლინის დირექტორი

ამის შესახებ რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში ავარიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაცულ განყოფილებაში არიან მოთავსებულები. გარდაცვლილებიდან 16 საქართველოს, ერთი კი – კანადის მოქალაქეა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

მიკორავტობუსი ტურისტულ კომპანია Traveler-ს ეკუთვნის.

იტვირთბა....