ხევსურეთში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპული პირების ოჯახის წევრები მომხადრზე პასუხისმგებლობას ტურისტულ კომპანიას აკისრებენ.
როგორც ახლობლები აცხადებენ, მგზავრთა უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო.
„ჩემი შვილი და მისი დაქალი იყვნენ შატილში. 20 ადამიანს სპრინტერში რა უნდა ან ამ გზაზე როგორ გაუშვეს, ნახეთ რა გზებია. კომპანია უნდა დაისაჯოს მომხდარის გამო.
ან მანქანა არ იყო გამართული, ან მძღოლის მიზეზი იყო. ერთი რამ ვიცი, უსაყვარლესი ბავშვი გვყავდა და აღარ არის ჩვენს გვერდით. ჯანმრთელი წაიყვანეს და უნდა ჩამოეყვანათ ჯანმრთელი. ვინ არის პასუხისმგებელი?!“, – აცხადებენ ახლობლები.
შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში ავარიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაცულ განყოფილებაში არიან მოთავსებულები. გარდაცვლილებიდან 16 საქართველოს, ერთი კი – კანადის მოქალაქეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
მიკორავტობუსი ტურისტულ კომპანია Traveler-ს ეკუთვნის.

