ახალი ამბები მთავარი ციტატა

რა კავშირშია თეთრიწყაროში სახლის დაწვა თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობასთან – კილაძე განცხადებას აკეთებს

“რამდენიმე დღის უკან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დვალთაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. თვითმხილველები ამბობენ რომ სახლიდან ფული და ძვირფასეულობა უვნებლად გამოიტანეს. ვისი სახლია?ვინ ინახავდა ფულს და ძვირფასეულობას მიტოვებულ სახლში? რა კავშირი შეიძლება ქონდეს ბაჩალიაშვილის მკვლელობასთან?!”

ელისო კილაძე – ჟურნალისტი

სოციალური ქსელი

ცნობისთვის, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ფონიჭალის კამერებში დაფიქსირებული სამი მანქანა, რომლებიც თამარ ბაჩალიაშვილს მისი გაუჩინარების დღეს უკან მიყვებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიული მანქანებია. მისივე თქმით, დაღუპული პროგრამისტი გამოყენებულ იქნა ანგარიშებიდან ფულის მოხსნის მიზნით. 

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5- დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იტვირთბა....