“როგორც ჩანს უმრავლესობა ერთმანეთს იცნობდა, ფოტოებს ვათვალიერებ ახლა. 25,23 წლის გოგოები. ლაღები, ბედნიერები, ფერადები. არც კი მინდა წარმოვიდგინო მათი ოჯახის წევრების ტანჯვა. განსაკუთრებით იმ ოჯახის, ერთი შვილი რომ ადგილზე გარდაეცვალა და მეორე კომაში ყავს. ამაზე სასტიკი ზაფხული არ მახსენდება.”
ნანუკა ჟორჟოლიანი – ჟურნალისტი
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში ავარიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაცულ განყოფილებაში არიან მოთავსებულები. გარდაცვლილებიდან 16 საქართველოს, ერთი კი – კანადის მოქალაქეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
მიკორავტობუსი ტურისტულ კომპანია Traveler-ს ეკუთვნის.