სამოქალაქო აქტივისტი, დავით ნებიერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც ხევსურეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ეხმაურება.
როგორც ნებიერიძე წერს, ტრაგედია მხოლოდ ტურ ოპერატორის ბრალი არ შეიძლება იყოს. მისი თქმით, შემთხვევაზე “ლომის წილი კვლავ სისტემაზე მოდის.”
“კვლავ უდიდესი ტრაგედია დატრიალდა საქართველოში -17 ახალგაზრდა იმსხვერპლა საგზაო შემთხვევამ. საზოგადოების რისხვა ბუნებრივი და ლოგიკურუა. მაგრამ, მხოლოდ ტურ ოპერატორზე “ჯოხის გადატეყვა” ზედაპირული რეაქციაა. რამე თუ ეს ტრაგედია უამრავი ფაქტორის ერთობაა, სადაც ლომის წილი კვლავ სისტემაზე მოდის. დიახ, სისტემაზე რომელიც მთლიანად დალპა და ახლა მოქალაქეთა სისხლით სულდგმულობს. ზედაპირულადაც რომ განვიხილოთ, აქ პრობლემების ერთობა იკვეთება, რომელთა უდიდესი უმრავლესობა სახელმწიფოს მართვას უკავშირდება – დაწყებული საგზაო ინფრასტრუქტურიდან და დასრულებული უსაფრთხოების სტანდარტებით. ამიტომ, ბრალეულობის მხოლოდ ტუროპერატორზე გადატანა მთავარი დამნაშავის – ძირგამომპალი სახელმწიფო სისტემაზე ხელის დაფარებაა”, – წერს ნებიერიძე.
შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში ავარიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაცულ განყოფილებაში არიან მოთავსებულები. გარდაცვლილებიდან 16 საქართველოს, ერთი კი – კანადის მოქალაქეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
მიკორავტობუსი ტურისტულ კომპანია Traveler-ს ეკუთვნის.