ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გუშინ ხევში გადავრდნილ მიკროავტობუსს ტექდათვალიერება გავლილი არ ჰქონდა – ახალი დეტალები ხევსურეთში მომხდარ ავარიაზე

“TV პირველმა” გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლითაც დგინდება, რომ გუშინ ხევში გადავრდნილ მიკროავტობუსს არ ჰქონდა ტექდათვალიერება გავლილი.

მათივე ინფორმაციით, ავტომობილს ტექდათვალიერება 13 ივლისს უნდა გაევლო, თუმცა მძღოლმა იცოდა, რომ მისი მანქანა გაუმართავი იყო და არ გაიარა.

შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში ავარიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაცულ განყოფილებაში არიან მოთავსებულები. გარდაცვლილებიდან 16 საქართველოს, ერთი კი – კანადის მოქალაქეა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

მიკორავტობუსი ტურისტულ კომპანია Traveler-ს ეკუთვნის.

იტვირთბა....