ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გოგო რომელიც შატილის გზაზე ავარიის შედეგად დედასთან ერთად დაიღუპა

ხევსურეთში ავტოკატასტროფის შედეგად დაღუპული ერთ-ერთი გოგო, ნუცა კანადაშვილია, რომელიც ტურში დედასთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც ირკვევა ავარიის შედეგად ნუცა კანადაშვილის დედაც გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ, სოციალურ ქსელში ახალგაზრდა ქალის მეგობრები წერენ.

“ეს რა დღე გათენდა ღმერთო. ჩემო ნიჭიერო, შენთან სიკვდილს რა უნდოდა. ჩემო ბავშვობის და გონების ნაწილო. თან დედასთან ერთად, მაია დეიდა, საოცრად თბილი და კარგი ადამიანი. როგორ მტკივა გული ღმერთო. ნათელი და სანთელი დაგიმკვიდროთ უფალმა მარადიულ სასუფეველში”, – წერს ნუცას მეგობარი.

“ფეიქბუქზე” ნუცა კანადაშვილის გარდაცვალებას, ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი ლაშა თურმანიძეც ეხმაურება:

„ორი დღის წინ ვესაუბრე ნუცას, ხევსურეთის ტურზე უარი ვუთხარი, უამინდობის გამო უნდა გადავდოთქო, წასულა მაინც ეს საყვარელი გოგონა.

გუშინ Facebook-ზე ხევსურეთში ყოფნისას დაწერა „ჩემი სული, სულ აქ არის, სულ“, – წერს ლაშა თურმანიძე.

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში ავარიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაცულ განყოფილებაში არიან მოთავსებულები. გარდაცვლილებიდან 16 საქართველოს, ერთი კი – კანადის მოქალაქეა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

მიკორავტობუსი ტურისტულ კომპანია Traveler-ს ეკუთვნის.

იტვირთბა....