გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეიდან საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე გამოიდარებს.
მათივე განცხადებით, დღის პირველ ნახევარში, შავი ზღვისპირეთსა და მთიანი რეგიონების უმეტეს ტერიტორიაზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, თუმცა, დღის მეორე ნახევრიდან, სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას პროგნოზირებენ.
ამინდის გაუმჯობესებაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოშიც. 25 აგვისტოდან აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შედარებით გამოიდარებს და 26 აგვისტოდან ტემპერატურა 30-34 გრადუსამდე მოიმატებს. ეს მაჩვენებელი კი, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე, როგორც მთაში, ისე – ბარში შენარჩუნდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში, 25 აგვისტოდან 30-დან 35 გრადუსამდეა მოსალოდნელი.