“ასე არ შეიძლება, კოვიდი არსად არ გამქრალა, ის ჩვენთან ერთად არის. ვირუსი ქვეყანაში ცირკულირებს და არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში გადაიზარდოს.”
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი
როგორც გამყრელიძე აცხადებს, საქართველოში ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია, თუმცა, დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, რადგან მთლიანად რეგიონში, ასევე მსოფლიოში, სიტუაცია არასახარბიელოა.