“პირდაპირ ბმაშია ავტოკასტროფები სიღარიბესთან… ღარიბი მანქანა, ღარიბი მძღოლი, ღარიბი გზა, ტურისტული სააგენტოც ღარიბი და მაგ ტურის ამღები ხალხიც ღარიბი. ტოტალურ სიღარიბეში ვართ და სიკვდილიანობაც ეგეთი გვაქვს. სამაგიეროდ ბიძინამ ფლამენგოები მოაშენა თავის დენდროლოგიურში და ისევ იმ ერთ მდიდარს აირჩევს ეს ღარიბი ხალხიც… რა გვეშველება, არ ვიცი…”
ბაია პატარაია – ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელ
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, 23 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში ავარიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაცულ განყოფილებაში არიან მოთავსებულები. გარდაცვლილებიდან 16 საქართველოს, ერთი კი – კანადის მოქალაქეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
მიკორავტობუსი ტურისტულ კომპანია Traveler-ს ეკუთვნის.