სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის მასშტაბით ჯამში ინფიცირებულია 42 825-მდე ადამიანი.
ვირუსს 854 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის, 2 გასული დღე-ღამის განმავლობაში.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 36 049 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 666 კვლავ მკურნალობას გადის.