მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

საქართველოში კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელდა ხუთი პაციენტი.

ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

აღნიშნული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 421 შემთხვევაა დადასტურებული.​ გამოჯანმრთელდა ხუთი პაციენტი. განკურნებულთა რაოდენობა 1 137-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7005 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 255.

იტვირთბა....