“მოგეხსენებათ, ჩემს მიერ მოხდა გარკვეული პირების დაკითხვა, თამუნას ყოფილი კლასელების. ჩემ მიერ მოპოვებულია მტკიცებულებები და ჩვენებები, რომლითაც დასტურდება, რომ ამდაგვარ ქმედებებს არასდროს ადგილი არ ჰქონია და ეს ჩვენებები უნდა დავურთო საქმეს. ამ პირების გამოკითხვა უნდა მოხდეს, გარკვეული პირები უნდა დაიკითხონ, ესენი ახალი პერსონები არიან, რომლებიც აბსოლუტურად რადიკალურად სულ სხვა სურათს წარმოაჩენენ თამუნასთან მიმართებით. კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რომ ამ ბავშვს არასდროს ჰქონია ამდაგვარი ქმედებები, არასდროს მის ცხოვრებაში ადგილი არ ჰქონია მსგავს ქმედებებს. ეს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რომ ეს არის გარკვეულწილად დისკრედიტაცია როგორც მისი, ასევე მისი ოჯახის საზოგადოების თვალში, რომ წარმოჩნდნენ არაჯანსაღად.”
მიხეილ რამიშვილი – თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი.
ამის შესახე თბილისის პროკურატურასთან ჟურნალისტებს განუცხადა.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი მოითხოვს, რომ გამოძიებამ ხელახლა დაკითხოს ყველა ის პირი, ვინც ბაჩალიაშვილის საქმეზე ჩვენება უკვე მისცა.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5- დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.