ახალი ამბები მთავარი სამართალი

თავიდან დაიკითხოს ყველა, ვინც ბაჩალიაშვილის საქმეზე ჩვენება უკვე მისცა – ადვოკატის მოთხოვნა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი მოითხოვს, რომ გამოძიებამ ხელახლა დაკითხოს ყველა ის პირი, ვინც ბაჩალიაშვილის საქმეზე ჩვენება უკვე მისცა.

რამიშვილის თქმით, ამ ადამიანების ჩვენებები ბუნდოვანია და კითხვის ნიშნებს ტოვებს, მათ შორის, იმ მწყემსის ჩვენებაც, რომელმაც ბაჩალიაშვილის ცხედარი ტყეში აღმოაჩინა.

„ვითომდა მათ მიერ ავტომობილის აღმოჩენა და ფაქტების აღწერა, თითქოს ავტომობილის ნახვა.. ძალიან დაუზუსტებელი კითხვების გარეშე ჰყავდათ იმ პერიოდში თეთრიწყაროს რაიონის გამომძიებლებს დატოვებული ეს ადამიანები. შესაბამისად, ამ ჩვენებებს გავეცანი და მოვთხოვე პროკურორებს, რომ მოხდეს ამ პირების უკვე დაზუსტებული კითხვებით ხელმეორედ დაკითხვა. ეს იმისათვის, რომ გავარკვიოთ, რატომ მოხდა ზოგადი და დაუზუსტებელი კითხვების დასმის გარეშე მათი ჩვენებების საქმეში არსებობა“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მისივე განმარტებით, პროკურატურაში ასევე ისაუბრა იმ საკითხზე, რომლის მიხედვითაც, ბოთლში, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში იპოვეს გარკვეული ნივთიერებები იყო გახსნილი.

ადვოკატს კითხვები ახალ გარემოებებთან დაკავშირებითაც აქვს. მიხეილ რამიშვილის თქმით, თამარ ბაჩლიაშვილის ორგანზმში მედიკამენტ “კლოფელინის” კვალი დაფიქსირდა, თუმცა, როგორც რამიშვილი ამბობს, ავტომობილში ამ მედიკამენტის შუშა ნაპოვნი არ არის.

იტვირთბა....