უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და პარტია “ბატკივშინას” თავმჯდომარეს, იულია ტიმოშენკოს COVID 19 დაუდგინდა. არსებული ცნობით, ტიმოშენკოს 39 გრადუსი ტემპერატურა აღენიშნება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
უკრაინაში ვირუსს გასული დღე-ღამის განმავლობაში 27 ადამიანი ემსხვერპლა.
რაც შეეხება ინფიცირებულთა რაოდენობას, ქვეყანაში კორონავირუსი 104 000-ზე მეტ ადამიანს აქვს დადასტურებული.