მთავარი ციტატა

“ექსპერტიზის დასკვნას ველოდებით თვის ბოლოს და მუხლი მერე გადაკვალიფიცირდებაო” – რას ითხოვს ბაჩალიაშვილის ოჯახი

“არაფერზე არ მიმიღია პასუხი, რაღაც-რაღაცები მაინტერესებდა, მწყემსის დაკითხვა არ მომეწონა, ფორმალურად იყო დაკითხული, არ იყო კითხვები დასმული, გავაჟღერეთ, რომ თავიდან დაკითხულიყვნენ მოწმეები, კიო, შევთანხმდით, რომ მერე დაგვიბარებდნენ და გვეტყოდნენ. თეთრიწყაროს მოწმეები უნდა დაიკითხონ. მე მინდა მუხლის გადაკვალიფიცირება. ექსპერტიზის დასკვნას ველოდებით თვის ბოლოს და მუხლი მერე გადაკვალიფიცირდებაო”

თეონა თამაზაშვილი, თამარ ბაჩალიაშვილის დედა

TV პირველი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა და ოჯახის ადვოკატმა პროკურატურა ცოტა ხნის წინ დატოვეს

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი მოითხოვს, რომ გამოძიებამ ხელახლა დაკითხოს ყველა ის პირი, ვინც ბაჩალიაშვილის საქმეზე ჩვენება უკვე მისცა.

შეგახსენებთ,  თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5- დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იტვირთბა....