“ჩვენება, რომელმაც ყველაზე მეტად დამაინტერესა – ეს არის მწყემსის შვილი, რომელმაც ვითომ და პირველმა აღმოაჩინა ავტომობილი. რატომღაც ქვემო ქართლში ყოველთვის შემთხვევით ხდება, მამა შვილს ნახულობს. 4-5 დღე იქ არ გადაადგილდებოდა თავისი ნახირით მწყემსის ვაჟი…”
მიხეილ რამიშვილი, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი
“ტვ პირველი”
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი მოითხოვს, რომ გამოძიებამ ხელახლა დაკითხოს ყველა ის პირი, ვინც ბაჩალიაშვილის საქმეზე ჩვენება უკვე მისცა.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5- დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.