მთავარი ციტატა

“გამოძიება ისე უნდა დასრულდეს, რომ გამოიკვეთოს, რამ, ვინ შეიწირა თამარ ბაჩალიაშვილის სიცოცხლე”

„როგორ გაგრძელდება გამოძიება, რამდენი ადამიანიც არ უნდა გამოიკვეთოს, რამდენი ექსპერტიზაც არ უნდა ჩატარდეს, გამოძიება ისე უნდა დასრულდეს, რომ გამოიკვეთოს, რამ, ვინ შეიწირა თამარ ბაჩალიაშვილის სიცოცხლე და რა მოხდა. ეს არის გამოძიების გაგრძელებაც და დასასრულიც. თუ შედეგი არ დადგა, ეს არ იქნება გამოძიება“

მიხეილ რამიშვილი, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

ამის შესახებ განცხადება მიხეილ რამიშვილმა პროკურატურის დატოვების შემდეგ გააკეთა

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი მოითხოვს, რომ გამოძიებამ ხელახლა დაკითხოს ყველა ის პირი, ვინც ბაჩალიაშვილის საქმეზე ჩვენება უკვე მისცა.

იტვირთბა....