მთავარი ციტატა

“ერთ-ერთი მედიკამენტი ავტომობილში საერთოდ არ არის, მაგრამ ორგანიზმში არის”

“საეჭვოა ის, რომ ერთ-ერთი მედიკამენტი ავტომობილში საერთოდ არ არის, მაგრამ ორგანიზმში არის. ეს ერთ-ერთი მედიკამენტი ქსელში საერთოდ არ მოიძიება, დავათვალიერე ავტომობილი და შემთხვევის ადგილი. ზოგადად მედიკამენტების დასახელებისგან თავს შევიკავებ, ძალიან მძიმე საძილე საშუალებებია და ამავდროულად, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ის მედიკამენტები, რაც ორგანიზმშია აღმოჩენილი, ბოთლში არის გახსნილი და აღმოჩენილი. მოგეხსნებათ, მედიკამენტი, რომელიც ორგანიზმშია აღმოჩენილი, ბოთლში თუ აღმოჩნდა, ესე იგი ბოთლში არის გახსნილი“

მიხეილ რამიშვილი, ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

ამის შესახებ განცხადება მიხეილ რამიშვილმა პროკურატურის დატოვების შემდეგ გააკეთა

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი მოითხოვს, რომ გამოძიებამ ხელახლა დაკითხოს ყველა ის პირი, ვინც ბაჩალიაშვილის საქმეზე ჩვენება უკვე მისცა.

იტვირთბა....