13 წლის ილია ფილფანს უკვე 35-ე დღეა, რაც ეძებენ. სამძებრო სამუშაოები სვანეთში, გართულებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიუხედავად, კვლავ გრძელდება. სამძებრო სამუშაოები მდინარის ნაპირას და წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
ილია ფილფანი 18 ივლისს, დილით, სახლიდან ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.
სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 80 მეხანძრე-მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, წყალზე მცურავი საშუალებები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენია ჩართული.