“სამო მაღალჩინოსანო მკვლელო!!! გირჩევნიათ გონს მოეგოთ,გეყოთ ვაჟკაცობა,რამეთუ ცოდვა გამხელილი სჯობსო და თქვენ თვითონვე აღიაროთ ჩემი შვილის მკვლელობა,რომ ფილმ “მონანიება”სავით არ დაგემართოთ.ტელევიზიიდან რომ გაიგებენ თქვენი შვილები,თუ როგორ ჯგუფურად მზაკვრულად შემუშავებული გეგმით მოუსწრაფეთ ჩემ გეგმებით აღსავსე შვილს სიცოცხლე.ისევ მე ვუფრთხილდები თქვენი შვილების სიცოცხლეს,რადგანაც მტერსაც არ გისურვებთ ასეთ სატანჯველს და მეორეც იქნებ ისინიც თამუნასნაირი ანგელოზები არიან.თქვენი სიცოცხლის გაწირვა გერჩივნოთ.ნეტა მე შემეძლოს ჩემი შვილისთვის ადგილის გაცვლა”
თეონა თამაზაშვილი, გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის დედა
სოციალური ქსელი
ცნობისთვის, თამარ ბაჩალაიშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი დღეს მთავარ პროკურტურაში მივიდა. ადვოკატს კითხვები ახალ გარემოებებთან დაკავშირებით აქვს. მიხეილ რამიშვილის თქმით, თამარ ბაჩლიაშვილის ორგანზმში მედიკამენტ “კლოფელინის” კვალი დაფიქსირდა, თუმცა, როგორც რამიშვილი ამბობს, ავტომობილში ამ მედიკამენტის შუშა ნაპოვნი არ არის.