ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბოთლი საეჭვო ნივთერებებით – ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მთავარ პროკურატურაში მივიდა

თამარ ბაჩალაიშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი დღეს მთავარ პროკურტურაში მივიდა. ადვოკატს კითხვები ახალ გარემოებებთან დაკავშირებით აქვს.

მიხეილ რამიშვილი განმარტავს,  რომ თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილ ავტომანქანაში ნაპოვნია ბოთლი, რომელშიც საეჭვო ნივთიერებები აღმოაჩინეს.

მიხეილ რამიშვილის თქმით, თამარ ბაჩლიაშვილის ორგანზმში მედიკამენტ “კლოფელინის” კვალი დაფიქსირდა, თუმცა, როგორც რამიშვილი ამბობს, ავტომობილში ამ მედიკამენტის შუშა ნაპოვნის არ არის.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის პროგრამისტის ცხედრის სამედიცინო ექსპერტიზის შუალედური დასკვნის მიხედვით, თამარ ბაჩალიაშვილს ოთხი სახეობის მედიკამენტი აქვს მიღებული, საიდანაც ერთი ქართულ ბაზარზე არ იყიდება.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....