“გავეცანი შუალედური და ქიმიური ექსპეტიზის დასკვნებს. იქ არის მედიკამენტებზე და ბოთლებზე საუბარი, ორი ბოთლია აღმოჩენილი”, – ამის შესახებ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს.
რამიშვილის თქმით, ბოთლში აღმოჩენილია ძალიან იშვიათი მედიკამენტი.
“ყველაზე საინტერესო რამ არის, რომ ნაბეღლავის ბოთლში, რომელსაც ჩაუტარდა ქიმიური ექსპერტიზა, აღმოჩენილია მედიკამენტი, რომელიც ძალიან იშვიათია და აქ არ მოიძებნება. როგორც ჩანს მოხდა ბოთლებში ამ მედიკამენტის გახსნა.
ავტომობილშიც არ არის აღმოჩენილი მედიკამენტის შუშა ან რამე ამდაგვარი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ აქ არანაირ თვითმკვლელობაზე არ არის საუბარი”, – აცხადებს მიხეილ რამიშვილი.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალაიშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი დღეს მთავარ პროკურტურაში მივიდა. ადვოკატს კითხვები ახალ გარემოებებთან დაკავშირებით აქვს.
მიხეილ რამიშვილის თქმით, თამარ ბაჩლიაშვილის ორგანზმში მედიკამენტ “კლოფელინის” კვალი დაფიქსირდა, თუმცა, როგორც რამიშვილი ამბობს, ავტომობილში ამ მედიკამენტის შუშა ნაპოვნი არ არის.