“თვითონ ბოთლში აღმოჩენილია “კარდოლაქსი” და “დოქსილამინი”. “დოქსილამინი” ძალიან იშვიათი მედიკამენტია არ მოიძებნება. ყველაზე საინტერესოა, რომ თამუნას ორგანიზმში აღმოჩნდა კლოფელინი. კლოფელინს ტოქსიკოლოგები ჟარგონულად ეძახიან “კონტროლს” რომელიც ადამიანს თიშვს. ავტომობილშიც კი არ არის აღმოჩენილი კლოფელინის არანაირი შუშა. ეს კიდევ იმას ადასტურებს რომ არანაირ თვითმკვლელობაზე არ არის საუბარი”
მიხეილ რამიშვილი, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი
“მთავარი არხი”
ცნობისთვის, თამარ ბაჩალაიშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი დღეს მთავარ პროკურტურაში მივიდა. ადვოკატს კითხვები ახალ გარემოებებთან დაკავშირებით აქვს.
მიხეილ რამიშვილის თქმით, თამარ ბაჩლიაშვილის ორგანზმში მედიკამენტ “კლოფელინის” კვალი დაფიქსირდა, თუმცა, როგორც რამიშვილი ამბობს, ავტომობილში ამ მედიკამენტის შუშა ნაპოვნი არ არის.