ჩვენ მტკიცედ ვართ განწყობილი, გავაგრძელოთ დემოკრატიული და პროევროპული ძალების მხარდაჭერა, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას განაცხადა, სადაც მარია მალმერ სტენერგარდი შვედეთის 2026 წლის საგარეო პოლიტიკის შესახებ ანგარიშით წარდგა.
მისი თქმით, ამჟამად ბევრი ქვეყანა აკაკუნებს ევროკავშირის კარზე და მათ სურთ, გახდნენ თავისუფალი ევროპის და მსოფლიოს უდიდესი ერთიანი ბაზრის ნაწილი.
„ჩვენს ინტერესშია, დავეხმაროთ კანდიდატ ქვეყნებს კავშირის წევრობისკენ პროგრესის მიღწევაში. შვედეთი ღრმად წუხს საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო. ამავდროულად, ჩვენ მტკიცედ ვართ განწყობილი გავაგრძელოთ იმ დემოკრატიული და პროევროპული ძალების მხარდაჭერა, რომლებიც ქვეყანაში არსებობს“, – განაცხადა მარია მალმერ სტენერგარდმა.

