“მეგობრებო, ვაქვეყნებ თამარ ბაჩალიაშვილის კიდევ ერთ წერილს, ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანს. წერილში საუბარია იმაზე რომ იმ ადამიანებს, ვინც სამშობლოს დასახმარებლად რაღაცას აკეთებს, საშინელი მეთოდებით უსწორდებიან”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე წერს და ბაჩალიაშვილის წერილს აქვეყნებს.
კაპანაძის თქმით, ბაჩალიაშვილის წერილიდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ კიბერუსაფრთხოების სპეციალისტმა რაღაც იცოდა.
“მისი წერილიდან იქმნება შთაბეჭდილება რომ კიბერუსაფრთხოების სპეციალისტმა რაღაც იცოდა, მაგალითად ის რომ ვიღაცას სასტიკად გაუსწორდნენ, რაც ძალიან აწუხებდა (იხილეთ წერილის ლურჯად შემოხაზული ნაწილი).
იქნებ სწორედ აქ არის თამარის გარდაცვალების საიდუმლო? (გაიხსენეთ დაკარგული “ფლეშკა” და ფურცელზე დაწერილი ფრაზა – “პირადად მე უძლური ვარ მის წინაშე) იქნებ 23 წლის გოგომ მართლაც ისეთ რამეს მიაგნო, რომლის გამოც დღეს ცოცხალი აღარ არის? სწორედ ამ კითხვებზე უნდა გვიპასუხოს გამოძიებამ, ოღონდ FBI-ის ჩართულობით”, – წერს გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში.
იხილეთ ბაჩალიაშვილის წერილი: