ჩინური ბიოტექნოლოგიური კომპანია აცხადებს, რომ მათ ვაქცინის შექმნა შეძლეს და არსებული პრეპარატი კორონავირუსის ოცივე შტამზე წარმატებით გაიტესტა – ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა ჩინეთის ერთ-ერთ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა.
ჩინეთში შექმნილ ვაქცინასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ჯერ განცხადება არ გაუკეთებიათ
Sinovac Biotech-ში აცხადებენ, რომ მათს კომპანიას აქვს რესურსი, წლიურად დაამზადონ აღნიშნული ვაქცინის 300 000-მდე დოზა, თუმცა, მათი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში სხვადასხვა ქვეყნის ძალისხმევის კონსოლიდირება იყოს, ვინაიდან ქვეყნებს სხვადასხვაგვარი გამოწვევა აქვთ გადასაწყვეტი ამ მიმართულებით.