მთავარი

“ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება ილუზიაა”

მთავრობა კი ჩინეთთან მოლაპარაკებებს იწყებს

„ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები ნოემბრის შუა რიცხვებში დაიწყება“ – ეკონომიკისა და მდგრადი განვითების მინისტრამა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში  განაცხადა.

„სექტემბერის დასაწყისში, როცა საქართველოს პრემიერ მინისტრი იმყოფებოდა ჩინეთში, ორი პრემიერ-მინისტრი შეთანხმდა, რომ ჩვენი ქვეყნები დაიწყებენ მოლაპარაკებას უკვე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე და ჩვენ აღნიშნულს დავიწყებთ ნოემბრის შუა რიცხვებში.“ – აცხადებს ქუმსიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დადებაზე პირველად თბილისში გამართულ „აბრეშუმის გზის  ფორუმზე“ პრემიერმა ღარიბაშვილმა ისაუბრა.

ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად ჩამოსული იყო აშშ-ის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ბრიუს ენდრიუსი, რომელმაც საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ მისცა „რადიო თავისუფლებას“.

ჟურნალისტის კითხვაზე საქართველოს საექსპორტო პოტენციალთან დაკავშირებით, მან განაცხადა, რომ ქართულ ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს ამერიკის ბაზარზე. რაც შეეხება სხვა სფეროებს, ენდრიუსის თქმით, ქვეყანამ უნდა გამოიყენოს  გეოპოლიტიკური მდებარეობა და სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ „ჰაბად“ უნდა იქცეს. ამისთვის კი საჭიროა ფოკუსირება ინფრასტრუქტურულ მშენებლობაზე, რომელიც სატრანსპორტო დერეფნის შესაქმნელადაა საჭირო.

ამერიკელი პოლიტიკოსი დადებითად აფასებს საქართველოს სამეზობლო პოლიტიკასაც, რაც მისი თქმით, მომავალი წარმატებული სავაჭრო ურთიერთობების ერთ-ერთი  წინაპირობაა.

აღნიშნულ საკითხზე მეტრონომ ჯი-ის  ესაუბრა არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ეკონომიური ანალიტიკოსი გივი ადეიშვილი.

„ როდესაც ქვეყნები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას დებენ ეს ძალიან დადებითი მოვლენაა. ამგვარი ხელშეკრულებები ხელს უწყობს იმ პროდუქციის გაცვლას  რომლის წარმოებაც ერთ ქვეყანას იაფი უჯდება და ის გააქვს მეორე ქვეყანაში.  ანუ თავისუფალი ვაჭრობის პირობებში მომხმარებლისთვის გარკვეული პროდუქცია უფრო ხელმისაწვდომი ხდება. თუ ჩვენი პროდუქცია შეძლებს ჩინეთის დიდ ბაზარზე შესვლას, ეს ძალიან კარგი იქნება.“ – ამბობს ადეიშვილი.

თუ რამდენად რეალურია ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დადება, ამ საკითხზე  ადეიშვილს უჭირს კომენტარის გაკეთება, რადგან ეს  დიდწილად დამოკიდებულია მთავრობის მუშაობაზე.

სამაგიეროდ, მეტრონომ ჯისთან, ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ გასჭირვებია ეკონომიკურ ანალიტიკოსს და საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს რომან გოცირიძეს.

მან  ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას ილუზია უწოდა. მთავარ არგუმენტად კი ეკონომისტმა მოიყვანა, რომ ამგვარ შეთანხმებებს სჭირდება დრო და უფრო ინტენსიური სავაჭრო ურთიერთობები ქვეყნებს შორის. რაც შეეხება ქართული ღვინის ექსპორტს ჩინეთსა თუ ამერიკაში, გოცირიძე მიიჩნევს, რომ ეს ძალიან რეალურია განსაკუთრებით ჩინეთთან მიმართებით.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს აქვს მსგავსი ხელშეკრულება ევროკავშირთან. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ დადებული შეთანხმების შემდეგ ევროპის ქვეყნებში ექსპორტი არ გაზრდილა, თუმცა ამას მთავრობა ევროზონაში არსებული რეგულაციებით ხსნის. მსგავსად მკაცრი რეგულაციები არ არსებობს ჩინეთში, რაც ეკონომისტებს მეტი ოპტიმიზმის საფუძველს აძლევთ.

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის რომან გოცირიძის განცხადებით, მსგავსი ხელშეკრულების გაფორმება ამ ეტაპზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან შეუძლებელია. მთავარ არგუმენტად კი დროს ასახელებს. გოცირიძის აზრით ორ ქვეყანას შორის ჯერ- ჯერობით  ისეთი ინტენსიური სავაჭრო ურთიერთობები არ არსებობს, რაც მსგავსი ტიპის ხელშეკრულებებისთვის არის საჭირო.

 

 

იტვირთბა....