aviabiletebi
მთავარი ციტატა

“მოსამართლემ მნიშვნელოვანი მოწმეების დაკითხვაზე უარი განგვიცხადა” – შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები

“მასკარადს, რომელიც წარმოდგენილია ბრალდების სახით, დაემატა მოსამართლე – ქალბატონი კულულაშვილი, რომელმაც ჩვენ, დაცვის მხარეს, მნიშვნელოვანი მოწმეების დაკითხვაზე უარი განგვიცხადა და ამ ადამიანს ახლა დაეწერა ეს საქმე. იგი მივლინებული იქნა თბილისიდან მცხეთაში ამ საქმის შესრულების მიზნით. იმედი არ გვაქვს, რომ მის ხელში რამე შეიცვლება და სამართლიანობა შეინიშნება”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ალექსანდრე კობაიძე, ადვოკატი

“მთავარი არხი”

ცნობისთვის, დღეს არასრულწლოვან ზ.ხ-ს სახლში ჩხეკა ჩატარდა.

“დღეს 10:00 საათზე მოვიდნენ, წაიღეს ჩემი კომპიუტერი, მობილური ტელეფონი და თავდაცვის სამინისტროს საბუთი. ეს სამი რაღაც წაიღეს. დაიწყო ჩემზე თავდასხმა, დავაანონსე რომ ასეც იქნებოდა”, – აცხადებს ზ.ხ. -ს მამა.

შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვნი ზ.ხ.-ს მამამ პროკურატურასთან შიმშილობა სამი დღის წინ დაიწყო. თამაზ ხომასურიძე შვილის სიცრუის დეტექტორზე დაკითხვის გარდა, იმ პროკურორის აცილებას მოითხოვს, ვინც მის შვილს ჩვენება მიაცემინა. ხომასურიძე ამბობს, რომ არასრულწლოვანზე ზეწოლა მოხდა.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი 21 აგვისტოს უნდა ჩატარებულიყო. თუმცა, პროცესი შეჩერდა, ვინაიდან დაკავებული ზ.ხ. შეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.

იტვირთბა....