aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

“მხოლოდ თითის ანაბეჭდებით არ მტკიცდება ესა თუ ის დანაშაული და თითის ანაბეჭდების არარსებობა” – გოცირიძე პროკურატურის განცხადებაზე

“მხოლოდ თითის ანაბეჭდებით არ მტკიცდება ესა თუ ის დანაშაული და თითის ანაბეჭდების არარსებობა, ასეც რომ იყოს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გახარიას მიერ ეს დანაშაული არ იქნა ჩადენილი. შს მინისტრი მსგავს წერილს უგზავნის ერთ-ერთი დიდი ფინანსური ინსტიტუტის ხელმძღვანელს – ეს იმას ნიშნავს, რომ მათ წინასაარჩევნოდ ყველა ბერკეტის გამოყენება სურთ, მათ შორის ბიზნესზე ზეწოლის სახით. პროკურატურა წინასაარჩევნოდ რაღაც გამამართლებელ ხრიკებს აკეთებს. ამას ვინ ენდობა და ვინ დაიჯერებს?! არ არსებობს ერთი ადამიანი, ვისაც ამაზე არ გაეცინება.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

რომან გოცირიძე – “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გაგზავნილ წერილზე არსებული თითის ანაბეჭდი არ ეკუთვნის საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.

იტვირთბა....