“უყურეთ „არტარეას“ და მიხვდებით, რომ ობიექტურობის ხარისხი ნამდვილად გაეზარდა „არტარეას“. ამაზე ღიმილის გარეშე რა უნდა გიპასუხოთ. ამ სასაცილო ისტორიაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი რა იყო- ჩემი ვალდებულება, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქის, გამოძიებასთან თანამშრომლობა უნდა შემესრულებინა და მე ეს შევასრულე, ისევე, როგორც სხვებმაც უნდა შესრულონ.”
გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ-მინისტრი
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გაგზავნილ წერილზე არსებული თითის ანაბეჭდი არ ეკუთვნის საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.

