ახალი ამბები

“თა­მარ­მა იან­ვარ­ში შე­ი­ძი­ნა ელექტრო­შო­კი, იმ მო­მენ­ტში ის ესა­უბ­რე­ბო­და ნორ­ვე­გი­ა­ში მყოფ ქარ­თველს” – ლობჟანიძე

“თა­მარ­მა იან­ვარ­ში შე­ი­ძი­ნა ელექტრო­შო­კი. რო­გორც მე­დი­ი­დან გაჟ­ღერ­და, იმ მო­მენ­ტში ის ესა­უბ­რე­ბო­და ნორ­ვე­გი­ა­ში მყოფ ქარ­თველს და სურ­და გა­ე­გო პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­საფ­რის შესახებინ­ფორ­მა­ცია. რის­თვის სჭირ­დე­ბო­და ელექტრო­შო­კი, ამა­ზე სა­უ­ბა­რი თა­მარს ჩემ­თან არ ჰქო­ნია, მაგ­რამ მე მაქვს ვა­რა­უ­დი, რომ არ­სე­ბობ­და ფი­ზი­კუ­რი პი­რის მხრი­დან რა­ი­მე სა­ხის საფრ­თხე.”

აღნიშნული განცხადება, დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ე.წ. შეყვარებულმა ბაჩანა ლობჟანიძემ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან გააკეთა.

როგორც ლობჟანიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, პროკურატურას ჰქონდა გარკვეული კითხვები. კერძოდ, კი გამომძიებლებმა უფრო ვრცლად მოსთხოვეს პასუხების გაცემა.

მისივე თქმით, პროკურატურა ამჯერად მისი პიროვნების შესწავლით არის დაინტერესებული და თავად ამ ფაქტს ბაჩალიაშვილის ოჯახის მოთხოვნასთან აკავშირებს.

იტვირთბა....