“ექსპერიმენტისგან არაფერს ველოდები, ეს იყო მორიგი წარმოდგენა, დადგმული სპექტაკლი, რომელიც არაფრის მომცემი იყო. ზედამხედველობის ქვეშ იყო შსს-ს თავის დროზე და ეს გაეკეთებინათ იმავე დღეეებში, როცა ეს იყო შესაძლებელი. მზეზე დადებული საგნები ლპობას არ განიცდის, ჯერ შრება და 5 დღე არ არის ის დრო, რომ ასეთ მდგომარეობამდე მისულიყო. მკვლელებს ის ილუზია ნუ ექნებათ, მაინც ვიპოვი, ჩემი შვილის თვალები არ მოასვენებთ.”
თეონა თამაზაშვილი – დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის დედა
შეგახსენებთ, რომ 23 წლის პროგრამისტის ცხედრის სამედიცინო ექსპერტიზის შუალედური დასკვნის მიხედვით, თამარ ბაჩალიაშვილს ოთხი სახეობის მედიკამენტი აქვს მიღებული, საიდანაც ერთი ქართულ ბაზარზე არ იყიდება.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.