ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მემუქრებოდნენ, რომ ჩემს ახლობლებს მოკლავდნენ. ჩემს ძმას აქვს კანტუზია და ერთ ყურში სმენა დაკარგა” – ენზელ მკოიანი ძმის მანქანის აფეთქებას ეხმაურება

მმართველი გუნდის წევრი, ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი, ენზელ მკოიანი ძმის მანქანის აფეთქებას მის მიმართ მუქარას უკავშირებს.

როგორც მკოიანი აღნიშნავს, ფაქტამდე ცოტა ხნით ადრე მას ემუქრებოდნენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიეღო.

„მემუქრებოდნენ, რომ ჩემს ახლობლებს მოკლავდნენ. მეუბნებოდნენ, რომ სახლიდან არ გამოვსულიყავი და არჩევნებში არ მიმეღო მონაწილეობა. კიდევ მეორედ დამირეკეს და ფული მომთხოვეს. რასაც ისინი ტელეფონით მემუქრებოდნენ, დღეს განახორციელეს.

ჩემს ძმას აქვს პატარა ჰიდროელექტროსადგური. იქ რაღაცის შეასამოწმებლად მივიდა, უკან როდესაც ბრუნდებოდა, ხესთან დამონტაჟებული იყო ბომბი. მანქანა იყო გაჩერებული 2 მეტრის დაშორებით. აფეთქების შედეგად ხეც ადგილიდან მოწყდა. აფეთქებიდან სამი კილომეტრის მანძილზეც ისმოდა ხმა. ჩემს ძმას აქვს კანტუზია და ერთ ყურში სმენა დაკარგა. ახლა ახალქალაქის საავადმყოფოშია გადაყვანილი“,- აცხადებს ენზელ მკოიანი.

იტვირთბა....