ვაკეში მშენებარე კორპუსში ცეცხლი გაჩნდა. შემთხვევა აბაშიძის 22 ნომერში მოხდა.
„მშენებარე კორპუსის მეორე სართულზე სამშენებლო მასალებს ცეცხლი გაუჩნდა. დამწვარია 15 კვადრატული ფართი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე მობილიზებული იყო 2 სახანძრო მანქანა” – ამის შესახებ “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.