“ვახო არის 100%-იანი მართალი ყველაფერში, უნდათ, რომ უდანაშაულო ბავშვებს შეაწმინდონ სხვისი მკვლელობა. ამირხანაშვილი თვითონ შეუხტა მანქანაში და გაგნიძეს დედას ეუბნებოდა, გადამარჩინეს ამ ბავშვებმაო, წამომიყვანეს იქედანო. ამირხანაშვილი არის დემორალიზებული ძალიან ცუდი, ნასედკა ბავშვი.“
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ვახო ჩიქოვანის დედა, რომელიც ფეხბურთელის საქმის “ოქროს მოწმის” გური ამირხანაშვილის შესახებ საუბრობს. ჩიოქვანის დედამ ამირხანაშვილს დემორალიზებული უწოდა.
ვრცელდება გიორგი შაქარაშვილის საქმის “ოქროს მოწმის” გუკა ამირხანაშვილის ბოლო ჩვენება ვრცელდება, რომელსაც პროკურატურას აქამდე არ გაუსაჯაროვებია.ასევე, ოქროს მოწმე „ტოიოტა კამრიში“ გამართულ საუბარს დეტალურად იხსენებს. ჩვენების თანახმად, გაგნიძემ ამირხანაშვილს რამდენჯერმე ჰკითხა, იცოდა თუ არა შაქარაშვილმა ისე კარგად ცურვა, როგორც სირბილი.
გარდა ამისა, “მთავარმა არხმა” გიორგი შაქარაშვილის საქმის ოქროს მოწმის, გურამ ამირხანაშვილის ტელეფონი და საიდუმლო მიმოწერა მოიპოვა. წყაროს თქმით, ამირხანაშვილს ტელეფონი გამომძიებლებმა მისცეს და გასაიდუმლოებული მიმოწერისთვის იყენებდნენ. მიმოწერის ავტორი, როდესაც უყვება კონკრეტულ ამბებზე, რომელიც მედიით ვრცელდებოდა, საპასუხოდ “ოქროს მოწმე” იღებს შეტყობინებას, რომ ის უნდა იყოს ფრთხილად, აკონტროლოს ყველა სიტყვა, თორემ მისი დაჭერაც მოუწევთ.