ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ვახო ჩიქოვანის დედა “ოქროს მოწმის” შესახებ განცხადებას აკეთებს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ვახო ჩიქოვანის დედა 19 წლის ფეხბურთელის საქმის “ოქროს მოწმის” გური ამირხანაშვილის შესახებ საუბრობს. მან ამირხანაშვილს დემორალიზებული უწოდა. ამის შესახებ განცხადება TV პირველის ეთერში გააკეთა:

“გამოძიება ტყუის, პროკურატურა ტყუის და არ არის საერთოდ არაფრის მტკიცებულება. გჯერათ, რომ მაგას საათი ჰქონდა? პროკურატურის დადებულია ეგ დეზინფორმაცია. ვახო არის 100%-იანი მართალი ყველაფერში, უნდათ, რომ უდანაშაულო ბავშვებს შეაწმინდონ სხვისი მკვლელობა.

თვითონ შეუხტა მანქანაში და გაგნიძეს დედას ეუბნებოდა გადამარჩინეს ამ ბავშვებმაო, წამომიყვანეს იქედანო. ამირხანაშვილი არის დემორალიზებული ძალიან ცუდი, ნასედკა ბავშვი“ – განაცხადა ჩიქოვანის დედამ.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულები პროკურატურის ბრალდებას უარყოფენ და სიმართლის დადგენის მიზნით, სიცრუის დეტექოტზე შემოწმებას ითხოვენ.

გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....