ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“შაქარაც ფერად სახლთან სცემეს, ოღონდ ეს რომ თქვან, მერე ნიკა ჟვანია და მანქანა უნდა გამოაჩინონ” – კილაძე

“ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი ელისო კილაძე გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმის შესახებ სოცვიალურ ქსელში წერს. მისი თქმით, 19 წლის ფეხბურთელის საქმის “ოქროს მოწმე” გური ამირხანაშვილი არ იტყუება, თუმცა, ამ შემთხვევაში არც ხევს გულისხმობს.

“გური ამირხანაშვილი როცა ამბობს რომ ფერადი სახლის უკან შევიდა და ჩავარდა – არც იტყუება და არც ხევს გულისხმობს. ფერადი სახლის უკან არის ჩაღრმავებული ორმო, რომელიც ჯვარედინად და ალაგ-ალაგ გადამწვარია, მიმდებარე ხეებთან ერთად!
შაქარაც მანდ სცემეს, ოღონდ ეს რომ თქვან, მერე ნიკა ჟვანია და მანქანა უნდა გამოაჩინონ!
ამიტომაც მოიგონეს ჩარბენა-დახრჩობის ვერსია!” – წერს კილაძე.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულები პროკურატურის ბრალდებას უარყოფენ და სიმართლის დადგენის მიზნით, სიცრუის დეტექოტზე შემოწმებას ითხოვენ.

გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....