ავიაკომპანია „თურქეთის ავიახაზები“ (Turkish Airlines) თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით ფრენებს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში თურქეთის საელჩო ავრცელებს.
“თურქეთის ავიახაზებმა” აღნიშნულ მიმართულებაზე ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო.
“თურქეთის ავი ხაზები” 2020 წლის 29 აგვისტოდან – 26 სექტემბრამდე, ყოველ შაბათ დღეს, 03.55 სთ-ზე, შეასრულებს ცალმხრივ ფრენებს თბილისი- სტამბოლის აეროპორტის მიმართულებით. “თურქეთის ავია ხაზებმა” დაიწყო ბილეთების გაყიდვა თბილისი- სტამბოლის რეისზე,”- ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რეგულარულ ფერებზე დაწესებული შეზღუდვები პირველ ოქტომრამდე გახანგრძლივდა.

