“უკრაინის უცხოელმა პარტნიორებმა კიევს სთხოვეს, შეამსუბუქოს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები მსოფლიოში ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდის ფონზე” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა Bloomberg-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, უკრაინა იღებს „გარკვეულ სიგნალებს“ დარტყმების შემცირების აუცილებლობის შესახებ, თუმცა მან არ დააკონკრეტა, რომელმა ქვეყნებმა გააჟღერეს ასეთი მოთხოვნა. ბუდანოვმა არც ის დააკონკრეტა, არის თუ არა მზად უკრაინა შეცვალოს ტაქტიკა პარტნიორების მოთხოვნების საპასუხოდ. ამავდროულად, მან იმედი გამოთქვა, რომ ირანის გარშემო კონფლიქტი უახლოეს მომავალში დასრულდება.

