ახალი კვლევის მიხედვით, გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ამჟამად ქვეყანაში ყველაზე პოპულარული პოლიტიკური ძალაა.
კვლევა, რომელიც კომპანია INSA-მ გაზეთ Bild am Sonntag-ისთვის ჩაატარა, აჩვენებს, რომ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარდაჭერა 26%-ს შეადგენს და ეს მაჩვენებელი წინა კვირასთან შედარებით უცვლელია. მეორე ადგილზეა კანცლერ ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ (CDU-CSU), რომელსაც 25% უჭერს მხარს და ეს მაჩვენებელი წინა კვირასთან შედარებით 1%-ით შემცირებულია.
სხვა ოპოზიციური პარტიების, „მწვანეების“ და „მემარცხენეების“ მაჩვენებლები წინა კვირასთან შედარებით უცვლელი დარჩა, შესაბამისად, 12% და 11%.
მიუხედავად იმისა, რომ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ამჟამად გერმანიის პარლამენტში სიდიდით მეორე პარტიაა, კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ მისი პოპულარობა იზრდება.

