ახალი ამბები მთავარი სამართალი

გური ამირხანაშვილის ტელეფონთან დაკავშირებით “მთავარი არხის” ჟურნალისტი საგამოძიებო ორგანოში იკითხება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე “მთავარი არხის” ჟურნალისტი გიგლა თუმანიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე მივიდა.

როგორც გიგლა თუმანიშვილმა დაკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, საქმე ეხება ჟურნალისტის მიერ მოპოვებულ მობილურ ტელეფონს და მიმოწერას, რომელიც გური ამირხანაშვილსა და სავარაუდოდ, გამომძიებელს შორის შედგა.

ჟურნალისტის თქმით, საგამოძიებო ორგანოში ნივთმტკიცებად აღნიშნული ტელეფონიც მიიტანა, თუმცა როგორ აღმოჩნდა მოწყობილობა მის ხელში და ვინაა წყარო, ამ ინფორმაციას გამოძიებას ვერ მიაწოდებს.

“მოვიტანე თავად ეს ტელეფონიც. გამომძიებლები გაშიფრავენ იმ მინოწერას, რაც არს ტელეფონშია. რა კითხვები იქნება, არ ვიცი. მათი ინტერესი იქნება, ვინ მოგვაწოდა ეს ტელეფონი, თუმცა, ჩვენ ამ ინფორმაციას ვერ მივცემთ.  როგორც წყარო გვეუბნება, საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყო ამ ტელეფონში,”- განაცხადა თუმანიშვილმა.

ურნალისტი საგამოძიებო ორგანოში ადვოკატთან ერთად გამოცხადდა.

ცნობისთვის,  “მთავარმა არხმა” გიორგი შაქარაშვილის საქმის ოქროს მოწმის, გურამ ამირხანაშვილის ტელეფონი და საიდუმლო მიმოწერა მოიპოვა. წყაროს თქმით, ამირხანაშვილს ტელეფონი გამომძიებლებმა მისცეს და გასაიდუმლოებული მიმოწერისთვის იყენებდნენ. მიმოწერის ავტორი, როდესაც უყვება კონკრეტულ ამბებზე, რომელიც მედიით ვრცელდებოდა, საპასუხოდ “ოქროს მოწმე” იღებს შეტყობინებას, რომ ის უნდა იყოს ფრთხილად, აკონტროლოს ყველა სიტყვა, თორემ მისი დაჭერაც მოუწევთ.

იტვირთბა....