საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
აღნიშნული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 385 შემთხვევაა დადასტურებული.
განკურნებულთა რაოდენობა 20-ით გაიზარდა და ამჟამად 1 128-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 903 მოქალაქე.