“ეს არის მორიგი წარმოდგენა ჩემი აზრით, ვითომ, აი, რაღაცას ვაკეთებთ. მანქანის დგომა-არ დგომის გადამოწმება, სატელიტური ჩანაწერებით არის შესაძლებელი, რაც მარტივად შეუძლიათ, რომ გამოითხოვონ. შემდეგ გაიგებენ, იდგა თუ არა ის მანქანა 5 დღე იქ. ექსპერიმენტების ჩატარება ჩემთვის მიუღებელია და არაფრის მომცემი არაა. დროის გაჭიანურება უნდათ არჩევნებამდე, ილუზიებში არიან, რომ გაწელავენ. ამას ვერ ეღირსებიან. არჩევნებამდე უნდა იქნას თამარ ბაჩალიაშვილის საქმე გამოძიებული.”
თეონა თამაზაშვილი – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.