მთავარი ციტატა

“გიორგის საუბარში არანაირი შეშფოთება, ნერვიულობა ეტყობოდა”- გარდაცვლილის დედის ჩვენება

” 00:00-საათისთვის დავრეკე კვლავ გურამ ამირხანაშვილის ტელეფონზე, რა დროსაც ვესაუბრე გიორგის, თუ როდის მოვიდოდა სახლში, რაზეც მითხრა, რომ დილით დაბრუნდებოდა. ვუთხარი, რომ სახლის კარს ღიას დავტოვებდი. გიორგი მესაუბრებოდა ჩვეულებრივ, საუბარში არანაირი აღელვება, შეშფოთება, ნერვიულობა ეტყობოდა. მესაუბრა ჩვეულებრივად, მშვიდი ტონით.”

თამარ შალვაშვილი – ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დედა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დედამ თამარ შალვაშვილმა გამოძიებას ჩვენება მისცა, სადაც 19 ივნისის მომხდარ მოვლენებს იხსენებს. 

ამასთან, ვრცელდება გიორგი შაქარაშვილის საქმის “ოქ­როს მოწ­მის” გუკა ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის ბოლო ჩვე­ნე­ბა ვრცელდება, რომელსაც პროკურატურას აქამდე არ გაუსაჯაროვებია. ოქ­როს მოწ­მე „ტო­ი­ო­ტა კამ­რი­ში“ გამარ­თუ­ლ საუბარს დე­ტა­ლურად იხსენებს. 

შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელის ცხედარი მაშველებმა 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს.  საქმეზე 17 პირი პატიმრობაში იმყოფება. პირველ ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ გიორგი შაქარაშვილს სხეულზე სიცოცხლის დროინდელი 12-მდე დაზიანება ჰქონდა.

იტვირთბა....